საზოგადოება
ხუხაშვილი პოლიტიკიდან მიდის

1-xuxaSvili-sazooo3თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. „მე წავედი პოლიტიკური კონსულტაციებიდან და პოლიტიკიდან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიქნები საზოგადოებრივად აქტიური, მე ვინარჩუნებ პირად, მეგობრულ ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან, და ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ურთიერთობას, მაგრამ არა პოლიტიკურ, არამედ სახელმწიფოებრივ კონტექსტში“.

ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იგი ივანიშვილთან მომავალი მინისტრების კანდიდატურების განხილვის პროცესში აღარ მონაწილეობს, თუმცა, სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვაში აქტიურად ჩაერთვება.

ხუხაშვილი საქმიანობას საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში განაგრძობს.