პოლიტიკა
საქართველოში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის

1-apaturai-politikaa3თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 18 ოქტომბერს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში არჩეული მთავრობის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა  ნატოში საქართველოს ინტეგრაცია იქნება. ჯეიმს აპატურაი და ნატოს შემფასებელთა ჯგუფი შეისწავლიან იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ ალიანსთან დასაახლოებლად გადადგა, კერძოდ, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ნოემბრის ბოლოს კი თბილისში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქვეყნის თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.

ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი, სავარაუდოდ, პოლიტიკური სპექტრის ორივე წარმომადგენლებს, მათ შორის, გიგა ბოკერიასა და ირაკლი ალასანიასაც შეხვდება.