საზოგადოება
განმეორებითი არჩევნები ხაშურში

1-xaSuri-sazooo1თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო, ცესკოს გადაწყვეტილებით, 14 ოქტომბერს ხაშურში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა.

განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე ხაშურის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაჩო ქიტიაშვილმა  კანდიდატურა მოხსნა.

ხაშურის 46-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების თქმით, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. კომისიის თავმჯდომარე მანუშა ფხიკიძის განცხადებით, უბანზე სიმშვიდე იყო და მაღალი აქტივობა, რასაც არ მოელოდნენ.

კენჭისყრას „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“  წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში განმეორებით არჩევნებზე კენჭს  იყრიდა ვალერი გელაშვილი, დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“.