აქტუალური
საპროტესტო აქცია „ყაზტრანსგაზის“ სათავო ოფისთან

1-gazi-aqtuuu1თბილისი, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს „ყაზტრანსგაზის“ სათავო ოფისთან, მიცკევიჩის ქ.№18, 12 საათზე კომპანიის თბილისის რაიონული ბიზნესცენტრების თანამშრომლები ხელფასების გაუცემლობასა და სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ.

გასულ კვირას აქციაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, რამდენიმე თვეა, ხელფასი არ აუღიათ. მათი მხარდაჭერის გამო „ ყაზტრანსგაზის“ ვაკისა და მთაწმინდის ბიზნესცენტრის თანამშრომლებიც რამდენიმე საათში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა – კომპანიის მიერ შედგენილი სიების შესამაბისად, ამ პიროვნებებს „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრებზე დასწრებასა და არჩევნების დღეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უბნებზე ფარულ დაკვირვებას აიძულებდნენ.

ვაკის რაიონის ბიზნესცენტრის ყოფილი თანამშრომლის – აკაკი კაკაშვილის, განცხადებით, კოლეგებისთვის აქციაზე მხარდაჭერის გამო ორ საათში გაათავისუფლეს; ხოლო მიზეზს –„თქვენი ნამუშევარი არ მოგვწონს“ – აბსურდულს უწოდებს.

„ყაზტრანსგაზის“ ოსტატ-ზეინკლის – მიშა ცნობილაძის, განცხადებით, „ კომპანიის მიერ გადაიცა 19-20 გვარი, და ჩვენგან მოითხოვდნენ, „ნაციონალებს “ შეკრებებზე გვერდით დავდგომოდით, არჩევნებზე კი ვყოფილიყავით დამკვირვებლები . რაკი ეს იყო ზეწოლა და არა – ჩვენი სურვილი, ჩვენ ვეცადეთ, იქ არ მივსულიყავით“.

განთავისუფლებული თანამშრომლები „ყაზტრანსგაზის“ სხვა ბიზნესცენტრების კოლეგებს დღეს, 12 საათზე, მიცკევიჩის №18, კომპანიის სათავო ოფისთან, ფართომასშტაბიან აქციაზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.