სამართალი
ვინ იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი

1-mauwyeb-samarTaaa2თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევა გრძელდება. გამოკვეთილია რამდენიმე პიროვნება. გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით, ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განიხილებიან მედიაექსპერტები ია ანთაძე და ზვიად ქორიძე, ასევე, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი.

რაც შეეხება მოქმედ ხელმძღვანელ ჭანტურიას, გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომას არ ჩქარობს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, არხის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გახდეს: ვადის ამოწურვა, პირადი განცხადება, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ან სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული უნდობლობა. ამ უკანასკნელი შემთხევის დროსაც გარკვეული წესების დაცვაა საჭირო – დირექტორის გადაყენებას საბჭოს ორი მესამედის თანხმობა სჭირდება.