საზოგადოება
ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება – 1000-ლარიანი ვაუჩერის გაცემა, ვეღარ შევა ძალაში, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეღავათი მოსახლეობისათვის სხვა გზით დაწესდეს.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენელ კოკი იონათამიშვილის განცხადებით, „ქალაქის მერია მუშაობს რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე, რომელთაც საკრებულოს წევრებს წარუდგენენ. უახლოეს პერიოდში იგეგმება ბიუჯეტის მიღება როგორც ნაციონალურ, ისე ქალაქის დონეზე“.