მიხეილ სააკაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენს ესაუბრა
თბილისი, 12 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. რასმუსენის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ნატოს გენმდივანმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა.