საზოგადოება
შეიცვლება თავად მისაღები გამოცდების ფორმაც. მიმინოშვილის თქმით, მოქმედი „8+1“-ის ფორმა მისთვის მიუღებელია და, სავარაუდოდ, აბიტურიენტები მომავალ წელს ისევ საუნივერსიტეტო გამოცდებს ჩააბარებენ. განათლების ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ დეტალებზე საუბარს მიმინოშვილი მასთან გააგრძელებს.
„ძველ სახელწოდებას დავიბრუნებთ. ეს გახლავთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ იქნება განათლების სამინისტროს ქოლგის ქვეშ. დაბრუნდება 60 ადამიანი, რომელთაც დატოვეს გამოცდების ეროვნული ცენტრი მაისის ბოლოს. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარში ამოვუდგეთ მინისტრს და მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ ეფექტუარდ წარმართოს შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.