სამართალი
„თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვს

1-helsinki-samarTali1თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც გუშინდელ „თბილისის ჰელსინკის ჯგუფის“ შეხვედრაზე თავმჯდომარე ლალი აფციაურმა განაცხადა, ჯგუფმა დაასრულა პოლიტიკური პატიმრების სიის ფორმირება და 167 პირი ცნო პოლიტიკურ პატიმრად, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ძებნაში მყოფი 12 პირი.

აფციაურის თქმით, პოლიტიკური პატიმრების საქმეების შემსწავლელი კომისსის მუშაობა აუცილებელი გახდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როცა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.

სიებში შეყვანილია ისეთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები, როგორიცაა 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 9 აპრილის მოვლენები, მუხროვანის ინციდენტი, 2011 წლის 26 მაისის მოვლენები და ყინწვისის საქმე; ასევე, პოლიტიკური პარტიების წევრები, პოლიტიკური ნიშნით დევნილი სამხედრო პირები.

„თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ პოლიტპატიმართა სიას როგორც ძველ, ისე ახალ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწვდის, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ პირთა განტავისუფლეა.

ჯგუფის წარმომადგენელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ადვოკატთა ასოციაცია ითხოვდა სააკაშვილისა და მისი მინისტრების „პერსონა ნონ გრატად“ იბრძოდა იმისათვის, რომ ეს ჯალათები აღმოჩენილიყვნენ საბრალდებო სკამზე.

„ამიტონ სწორედ ადვოკატთა ასოციაციის შენობიდან ვეუბნებით ხელისუფლებას: ნებისმიერი კანონიერი მეთოდი ჩვენთვის მისაღები იქნება და აუცილებლად მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა განთავისუდლება“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

ჯგუფის წარმომადგენელი ირმა ჭკადუა კი მომავალ ხელისუფლებას აფრთხილებს, არ დაუშვას ადამიანების დაკავება და წამება პოლიტიკური ნიშნით. „ამ მიმართულებით ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ოპოზიციაში და მუდმივად დავიცავთ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების უფლებას“, – განაცხადა ჭკადუამ.