აქტუალური
თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის – 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის – დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ღრმა მწუხარებით სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა.
კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა 2010 - 2011 წლებშიც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.