პოლიტიკა
როგორც პატიაშვილი „Global News“-თან საუბარში აღნიშნავს, „ჩვენი პირველი შეხვედრა 1994 წელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანის დროს მოხდა. ამის შემდეგ კიდევ იყო რაღაც პროექტები, მაგრამ მე საქართველოში ვიყავი, ის კი – მოსკოვში და ამიტომ ვეღარ ვხვდებოდით. 18 წლის წინათაც გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის მიმართ, მაგრამ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, უმადურობის ძალა უფრო ძლიერია და ვერ დავუფასეთ“.
პატიაშვილი ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებს დადებითად აფასებს. „მე მზად ვარ, ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს და თუ ასეთი რამის შესაძლებლობა ივანიშვილის გუნდთანაც იქნება, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი“, – დასძენს ჯუმბერ პატიაშვილი.