აქტუალური
ვინ შეცვლის ვარშალომიძეს

1-dumba-aqtuuu3თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ კოალიციის ლიდერთან თათბირობენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე მურმან დუმბაძე მოიაზრებოდა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვებული დუმბაძე საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს. „ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ თხოვნა, რომ პროცესში აქტიურად ვიყოთ ჩართული და ჩვენ წარვუდგინოთ მას აჭარის მთავრობის წევრებიცა და მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურები“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება გია მასალკინის კანდიდატურა. კოალიციის წევრები არ უარყოფენ ინფორმაციას, რომ შეიძლება ამ თანამდებობაზე ვიხილოთ ანზორ ქოქოლაძე ან ქიბარ ხალვაში.

აჭარის მთავრობის კოალიციის წევრებით დაკომპლექტების საკითხს კვლავ მიუბრუნდებიან ერთი კვირის შემდგომ დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაზე.