საზოგადოება
უმუშევრობის კომპენსაცია საქართველოში

1-jandacva-gamyrთბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება, ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ სამინისტროში ვითარების გაცნობისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„უმუშევრების კომპენსირებისა და დაზღვევის ფორმა – ესაა ადამიანთა ცივილიზებული სოციალური დაცვის ერთ-ერთი ფორმა. ევროკავშირის ქვეყნებში, ცენტრალური ევროპაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, საითაც ჩვენ მივისწრაფვით, ეს პრაქტიკა არსებობს. დღეს ქვეყანამ ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. სოციალური სფეროს ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ეს მომენტი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გრძელდება სხვა უწყებებშიც. სამინისტროების მუშაობას ეცნობიან მინისტრობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები.