საზოგადოება
თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „მე ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და ვიმედოვნებ, რომ შს მინისტრი გავხდები“, – განაცხადა კოალიციის წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც, კერძოდ, სოდ-ისა და კუდ-ის რეორგანიზაციაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული უწყებები არ გაუქმდება. მისივე განმარტებით, უშიშროების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.„არცერთი პროფესიონალი არ დატოვებს სამსახურს, მე ვიქნები გარანტი, რომ მათ არაფერი შეეხებათ... ვინც თავის ქვეყანას ემსახურებოდა, სამსახურს შეინარჩუნებს“, – დასძინა მინისტრობის კანდიდატმა.
ღარიბაშვილისავე თქმით, ვერცერთ პოლიციელზე პოლიტიკური დევნა ვერ განხორციელდება.