სამართალი
კიტოვანი თბილისში უახლოეს თვეებში ჩამოვა

1-kito-samarTaaa2თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ დღეებში მასმედიითა და სოციალური ქსელებით ინტენსიურად  ვრცელდებოდა ინფორმაცია ემიგრაციაში მყოფ ყოფილ ჩინოვნიკთა საქართველოში დაბრუნების შესახებ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ივანიშვილის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და რამდენიმე თვეში საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „internet.ge“ ავრცელებს თენგიზ კიტოვანის შვილის – ნათია კიტოვანის, მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ის წლების განმავლობაში იმყოფებოდა დევნილობაში,  ახლა კი ვითარება, საბედნიეროდ, შეიცვალა და ის უახლოეს თვეებში საქართველოში დაბრუნებას აპირებს და ეს უკვე გადაწყვეტილიც აქვს“, – განაცხადა ნათია კიტოვანმა.

მოსალოდნელია თუ არა თენგიზ კიტოვანი ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვიხილოთ, ამ კითხვაზე ნათია კიტოვანმა უპასუხა: „ჩვენმა ოჯახმა, ისევე, როგორც მთელმა საქართველომ, ბიძინა ივანიშვილს დიდი ნდობა გამოვუცხადეთ, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თენგიზი მის გუნდში იქნება, ან ამჟამად რაიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება“.

ამასთან, თენგიზ კიტოვანს მიაჩნია, რომ თბილისში ჩამოესვლება და თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა, მომავალშიც გვერდით დაუდგება.