თბილისი, 11 ოქტომბერი,
თბილისი. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულება მასვე დაეკისრა.
„საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.