აქტუალური
ჯაბა სამუშიას განცხადებით, „საკრებულოს პირველსავე სხდომაზე პირადად ჩემ მიერ წარდგება გადაწყვეტილების პროექტი, რომლითაც უნდა მოხდეს დენისა და დასუფთავების გადასახადის ისევ გაყოფა და იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც მიიღო საკრებულომ 2011 წლის ივნისში, რადგან ამ გადაწყვეტილებამ თბილისელების 90%-ს გაუძვირა გადასახადი და ჩააგდო საკმაოდ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში“.
ჯაბა სამუშიას ამ განცხადებას ოფიციალური განცხადება მოჰყვა თბილისის მერიის მხრიდან.
საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ გადასახადების განცალკევებისათვის მერია რამდენიმე მოდელზე მუშაობს. მისი თქმით, ხელისუფლების პროექტი 1000-ლარიანი ვაუჩერის შესახებ, სავარაუდოდ, აღარ ამოქმედდება. მისი თქმით, რაკი „1000-ლარიან ვაუჩერს თბილისელთა უმეტესობა გამოიყენებდა სწორედ კომუნალური გადასახადებისათვის და, ბუნებრივია, ეს აღარ ამუშავდება, მერიამ შეიმუშავა რამდენიმე მოდელი და ეს მოდელი იქნება განხილული დაინტერესებულ ჯგუფებთან, საკრებულოს წევრებთან და რამდენიმე დღეში ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“.