საზოგადოება
რუსულ და ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შემდეგ, თინა კანდელაკი შესაძლოა, საქართველოს ელჩად ვიხილოთ რუსეთში. ინტერნეტრესურს „პოლიტრუსის“ ცნობით, თინას დანიშვნას ლობირებენ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, კრემლთან დაახლოებული პირები და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც კი.
თუმცა, თინა კანდელაკთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები.
თავად ტელეწამყვანი „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ყველაზე უარესი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში უკვე წარსულს ჩაბარდა“ და თუკი ყველაფერი ნორმალურად წარიმართება და რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდება, იგი ბევრს გააკეთებს საქართველოში ტელევიზიისა და ჟურნალისტიკისთვის.