აქტუალური
ირაკლი ეზუგბაია საქართველოდან გაიქცა

1-ezugb-aqtuuu2თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ამ წუთებში „თავისუფალი საქართველო“ საქინფორმს ატყობინებს, „თავისუფალი საქართველოს“ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ საქართველოს საზღვრები გარემოცვასთან ერთად დატოვა.  ინფორმაციის წყაროს მიხედვით, მან თავი შეაფარა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ არაერთხელ ამხილა ეზუგბაია კორუფციულ საქმიანობაში. პარტიამ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე მოიპოვა ფინანსური პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ დარღვევებია შპს „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის ყველა სფეროში და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიონობით ლარს აღწევს. თანხები უკანონოდ მიტაცებულია კორუფციული ტენდერების, გადამზიდავებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლის, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მიზერულ ფასებში გასხვისების გზით.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებითაც მიმართა, თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საქმეს მსვლელობა არ მიეცა. პარტია იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულებისგან დამალვის მცდელობის მიუხედავად, თავისუფალი სასამართლოს მიერ ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი გასამართლდება“, – აცხადებს „საქართველოს რკინიგზის ყოფილი თანამშრომელი, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გია ყრუაშვილი.