საზოგადოება
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანის თქმით, ამას დღეს კიდევ დაემატა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის დანიშვნაც. მჟავანაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ეს დაუსაბუთებელი და გაუგებარი გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ მას „ჯერ კიდევ ვერ გაუთავისებია და ვერ გაუთვითცნობიერებია, რა რეალობაში უწევს მოღვაწეობა“.
მისი თქმით, ამ მოქმედებით სააკაშვილი პოზიციებს იმაგრებს და არსებობს ეჭვი, რომ კიდევ მრავალ სააგენტოს დაუქვემდებარებს სახელმწიფო სტრუქტურას.
ნიკოლოზ მჟავანაძე ბოლოს დასძენს, რომ თუ ხალხის გზავნილი არ ესმის პრეზიდენტს, პარტრიარქის გზავნილი მაინც გაითვალისწინოს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ხალხის ოპოზიციაში.