აქტუალური
მინაშვილი: „ივანიშვილის განცხადება არაადეკვატური იყო!“

1-mina-aqtuuu3თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ის არის სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე“.

ამავე დროს, მინაშვილმა წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ  „პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო არაადეკვატური“. მინაშვილის მოსაზრებით,  ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს გათავისებული, რომ „ხალხმა მიანიჭა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება ქვეყნის გარკვეულწილად მართვისა და ის ჯერ კიდევ მოქმედებს პარტიული და არა სახელმწიფო მოღვაწის სულისკვეთებით“, – აღნიშნა მან.