გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
თბილისი, 9 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.