პოლიტიკა
საქინფორმი ვ.ვ. პუტინს 60 წლის იუბილეს ულოცავს

1-iubile-putinთბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს 60 წელი შეუსრულდა.

ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი გილოცავთ 60 წლის იუბილეს და რუსეთის საკეთილდღეოდ დღეგრძელობას გისურვებთ!

5 მარტს ჩვენ საქართველოდან პირველებმა მოგილოცეთ თქვენ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არა მარტო აღდგება, არამედ პარტნიორობის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ, ვიდრე ოდესმე, თანამშრომლობის მოცულობას ყველა სფეროში – ეკონომიკურიდან კულტურულამდე.

მიიღეთ ჩვენი მილოცვები თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვისაც.

საქინფორმის რედაქცია