პოლიტიკა
ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია

1-mtavrobaთბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, 11 საათზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში მედიის წარმომადგენლებს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის კანდიდატები  წარუდგინა.

  1. პრემიერმინისტრობის კანდიდატი – ბიძინა ივანიშვილი;
  2. თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი (პრემიერ-მინისტრის მოადგილე) – ირაკლი ალასანია;
  3. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  და პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილე – კახა კალაძე;
  4. შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
  6. იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  7. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე;
  8. სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
  9. ევროპისა და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი;

10.  საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;

11.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი –   გურამ ოდიშარია;

12.  რეინტეგრაციის მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი;

13.  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ამირან გამყრელიძე;

14.  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;

გარემოს დაცვის; ფინანსთა; განათლებისა და მეცნიერების; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთა კანდიდატები ჯერ არ დასახელებულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი – რევაზ შავიშვილი;

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ნოდარ ჯავახიშვილი;

მთავარი პროკურორი – (გენერალური პროკურორი – ) – არჩილ კბილაშვილი;

აქვე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელთა კანდიდატურაც დაასახელა:

პარლამენტის თავმჯდომარე  – დავით უსუფაშვილი;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მანანა კობახიძე;

მოადგილეები – ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე;

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო საქმეთა კომიტეტი – ეკა ბესელია;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი  – ვანო კიღურაძე;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – გია ცაგარეიშვილი;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ხადური;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გუბაზ სანიკიძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვიქტორ დოლიძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ვახტანგ ხმალაძე;

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონის კომიტეტი – ირაკლი ტრიპოლსკი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – თედო ჯაფარიძე;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – დავით ონოფრიშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – ლერი ხაბელოვი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე.