საზოგადოება
თბილისობა – 2012

1Tbilisoba-sazoo1თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. 5-7ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისობას 33-ედ ზეიმობდა. თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამი დღის განმავლობაში გასართობ ღონისძიებებს დასწრებოდნენ.

თბილისობის ფარგლებში გაიხსნა გამოფენები, ჩატარდა ჩაისა და ღვინის ფესტივალები, ხალხური სიმღერის კონცერტი და ტრადიციული ტივით სეირნობა.

სპეციალურად მცირეწლოვანი სტუმრებისთვის გაიმართა ზაალ სულაკაურის ხატვის გაკვეთილები, კარიკატურების გამოფენა და მხიარული სტარტები.

თბილისობის დასასრულ, ტრადიციისამებრ, აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქეები, რომელთაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

„თბილისობა 2012“ -ზე დედაქალაქის საპატიო მოქალაქედ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 6 პიროვნება დასახელდა: ჯამლეტ ხუხაშვილი – ცნობილი კომენტატორი, სპორტული რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელი; ბიძინა მურღულია – საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი; ცისანა ტატიშვილი – საოპერო ვარსკვლავი; მიხეილ დავიდოვი – რუსეთის მედიცინის აკადემიის წევრი; კახა ცაბაძე – კომპოზიტორი; შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი – საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ინვესტორი.