საზოგადოება
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ამ დროისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ 3766 უბნიდან დათვლილია 3696 უბანზე.
პარტიების მიხედვით მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:„ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – 54,85%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ – 40,43%;
ზღვარი ვერ გადალახეს:
„გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ – 2,05%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,24%;
„ახალი მემარჯვენეები“ – 0,43%
და სხვა პარტიებმა.