თუმცა, ცოტა ხნით ადრე, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის უმნიშნელოვანესი საკითხების გადაჭრაა, რადგან ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება ჩამოყალიბებული მთავრობა.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის, თქმით კი „კონსულტაციები შეეხება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელთა შორის ადგილების გადანაწილებას“. მისივე განმარტებით, „აწ უკვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული თანამდებობები უნდა მიიღონ“.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში, ქაოსისა და ძალადობის გარეშე „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაცემაა“.
შეგახსენებთ, რომ ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე ამჟამად მოქმედი მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, თავისი მოვალეობების შესრულებას აგრძელებს.