საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის წილი გაიყიდა

1-rusTavi2თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, პარტნიორთა კრების დასრულების შემდგომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 90-პროცენტიანი წილის მფლობელმა და არხის დამფუძნებელმა ლევან ყარამანიშვილმა 40 პროცენტი კომპანია „მედია ჯორჯიას“ მიჰყიდა, რომლის დამფუძნებელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

კომპანიის მფლობელთა თქმით, ეს გარემოება ტელეკომპანიის მუშაობაზე არ აისახება და არც საკადრო ცვლილებებს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ყარამანიშვილმა ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-სა და „მზის“  – 90-პროცენტიანი წილი 2011 წლის დეკემბერში შეიძინა. დანარჩენი 10-პროცენტიანი წილის მფლობელი არხის გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძეა.

გავრცელებული, თუმცა არაოფიციალური ცნობით, კეზერაშვილი  საქართველოში  რამდენიმე ბიზნესის, მათ შორის, ნავთობპროდუქტების კომპანია „გალფის“ წილის მფლობელია. ამ ბრენდს საქართველოში შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ მართავს.