აქტუალური
ზვიად ძიძიგური: „გაიმარჯვა მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა“

1-ZiZiguri-aqtuuu1თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ზვიად ძიძიგურმა გუშინ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთწლიან დიდ პოლიტიკურ მიღწევაზე, როცა ოპოზიცია გადარჩენისთვის იბრძოდა და არა გამარჯვებისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კი ამ ძალებისგან უმძლავრესი პოლიტიკური კოალიცია შექმნა, რომელიც ერთ წელიწადში  ხელისუფლებაში მოვიდა. „მე მიმაჩნია, რომ გაიმარჯვა მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა. და ხალხმა ეს გამარჯვება უნდა იგრძნოს, გლეხმა – სოფლად, უმუშევარმა – რუსთავშიც და ქუთაისშიც“.

ზვიად ძიძიგურმა გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრიორიტეტებად დაასახელა მედიისა და სასამართლოს თავისუფლება, რაც პოლიტიკური ნების საკითხად მიაჩნია. „სასამართლოს ძალიან სერიოზული დატვირთვა ექნება, ვინაიდან უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობდით 8 წლის განმავლობაში და ის უსამართლობები სწორედ სასამართლომ უნდა გაასწოროს“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი განაცხადებს.