აქტუალური
საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება

1-xuxaSvili-polii3თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „დსთ-ში საქართველოს დაბრუნების საკითხს რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობა აქტუალურად არ მიიჩნევს“. ამგვარი კომენტარი ხუხაშვილმა გაუკეთა ბელარუსის მეთაურ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს დაბრუნება განიზრახა.

„შესაძლოა,  ლუკაშენკოს კიდეც დაეყოლიებინა პრეზიდენტი სააკაშვილი დსთ-ში დაბრუნებაზე. უფრო მეტიც, სააკაშვილი თავის გადასარჩენად ალბათ რუსეთის და, თუნდაც ,ბელარუსის  შემადგენლობაში საქართველოს გაწევრებასაც დათანხმდებოდა“, – მიაჩნია ხუხაშვილს.

ცოტა ხნით ადრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თანამეგობრობაში საქართველოს დაბრუნებას შესაძლებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ბელარუსი ამ მიმართულებით იმუშავებს.

„სავარაუდოდ, მომავალ წელს დსთ-ის სამიტი მინსკში გაიმართება და თუ ასე მოხდა, მოცემული საკითხის ინიცირებას ყოველნაირად შევუწყობ ხელს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო დსთ-ში 1993 წლის ბოლოს შევიდა, ხოლო 2008 წელს, სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა თანამეგობრობიდან გასვლას უყარა კენჭი.