აქტუალური
კლინტონი ივანიშვილსა და სააკაშვილს ესაუბრა

1-hilari-aqtuu3თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით მიულოცა მისი კოალიციის გამარჯვება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

კლინტონმა და ივანიშვილმა საუბრისას აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა მისი მზაობისთვის, კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის, ხოლო კოალიციის ლიდერმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში აშშ-ის როლის მნიშვნელობა აღნიშნა. ამის შესახებ ცნობას ქართული ოპოზიციური კოალიციის პრესამსახური ავრცელებს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ხუთშაბათს, საღამოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს. ცნობაში აღნიშნულია, რომ საუბრის მთავარ თემას არჩევნების შემდგომი პერიოდი წარმოადგენდა, კერძოდ კი, ის ზეგავლენა, რომელიც საარჩევნო კომისიებსა და ცესკოზე ხორციელდება.

სავარაუდოდ, კენჭისყრის საბოლოო შედეგებს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომისია 20 ოქტომბერს გამოაცხადებს.