საზოგადოება
თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებში არსებული ვითარების შესახებ.
აზარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, გარდაბნის, ლაგოდეხის, ხაშურის, ადიგენის საოლქო კომისიების მუშაობაზე. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა, ხოლო თერჯოლაში აქტივისტები საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ, ყვარელში კი აქტივისტები კომისიის წევრების შენობიდან გამოშვების სანაცვლოდ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდნენ.ცესკოს სპიკერის განმარტებით, მიმდინარეობს მათთვის ცნობილი ყველა დარღვევის ფაქტის შესწავლა, რომლებზეც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდება სამართლებრივი რეაგირება.
„გვინდა, ყველას შევახსენოთ, რომ არჩევნებისთვის მნიშნელოვანია მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები. კიდევ ერთელ მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტს და მის აქტივისტებს, ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს და საშუალება მოგვცენ, რომ საარჩევნო შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება მოხდეს ისევე მშვიდობიანად, როგორც წარიმართა არჩევნების დღე“, – დასძინა ეკა აზარაშვილმა.