სამართალი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები

1-aWara-samarTaaaa1თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. უსკოს ამ დროის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემები ასეთია (პროპორციული სისტემა).

„ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – 57,3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ – 37,3;

ბარიერი ვერ გადალახეს:

„გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“  – 2,9%;

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,3%;

„ახალი მემარჯვენეები“ – 0,6%

და დანარჩენმა პარტიებმა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაორიტარული მანდატები მიიღო ქედაში, შუახევსა და ხულოში.

ცნობისათვის: 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიული სიით 15 ადგილია განსაზღვრული და საქართველოს ახალი პარლამენტის მსგავსად, ორსუბიექტიანი იქნება. 1 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60,12%-მა.