საზოგადოება
„დღეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, უკვე ოპოზიციიდან გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და არასდროს არ დაბრუნდეს უკან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელმაც შექმნა ქართული სახელმწიფო ქაოსიდან, სიბნელიდან და არაფრიდან; ძალა, რომელიც დღეს ყველას აძლევს დემოკრატიული გადასვლის, დემოკრატიული პასუხისმგებლობისა და ქცევის მაგალითს. „ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური, ძალიან მტკიცე, ამავე დროს, კონსტრუქციული ყველაფერში , სადაც საჭირო იქნება ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.