საზოგადოება
„ედინაია როსია“ თბილისთან დიალოგისთვის მზადაა

1-edinaya-sazogaaa2თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „ედინაია როსია“ რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე თბილისთან დიალოგისათვის მზად არის. ამის შესახებ რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ არჩევნების შედეგებით, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდება და პარლამენტშიც გაცილებით კონსტრუქციული ძალები შევლენ.

მედვედევმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ედინაია როსია“ ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ „ამ ქვეყნის მოსახლეობას ცვლილებები სურს“.