საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არჩევნების ამგვარად ჩატარება „მნიშვნელოვანი დემოკრატიული ნიშანია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი სხვა ქვეყნებისთვისაც“.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰილარი კლინტონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ახალ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადაა. „გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს ახალ პარლამენტთან და, ასევე, ახალ კაბინეტსა და საქართველოს პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად და ქართველი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – დასძინა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა და ოპოზიციაში გადადის. ამავე დროს, პრეზიდენტმა უგულებელყო თავისი ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის, მოთხოვნა მისი ვადამდელი გადადგომის თაობაზე.