აქტუალური
მისივე განმარტებით, ევროპის სახალხო პარტია მონიტორინგს გაუწევს ახალ მთავრობას, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს და დააკვირდება, რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნებას.
ამასთან, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესში ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, რადგან „ეს მოწოდება არის სრულიად მიუღებელი და პირდაპირი შეტევა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე“.
აქვე მარტენსმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება უკვე მიულოცა, საჯაროდ დაგმობს მის მოწოდებას და ამ სიტყვების უკან წაღებას მოითხოვს.
„მე, ასევე, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა შესაბამის ინსტიტუტს, გააკეთონ იგივე, და განსაკუთრებით, ევროკომისიას, რომელიც საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – დასძინა მარტენსმა.