აქტუალური
„ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა გასხვავებები და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდ პატივს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სატელევიზო გამოსვლისას.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რა საფრთხეც უნდა შეექმნას ბოლო წლებში საქართველოში მიღწეულ მონაპოვრებს, მათი მოსპობა შეუძლებელია.
მისივე განმარტებით, როგორიც უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევები, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს ქვეყნის მომავლისთვის.