აქტუალური
დამკვირვებლები: „საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა“

1-pikula-aqtuuu1თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში მყოფმა დამკვირვებლებმა კენჭისყრის დროს გამოვლენილი დარღვევების აღნიშვნით, განაცხადეს, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში „ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ ჯანსაღ დამოკიდებულებაზე“ მეტყველებს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტონინო პიკულას განცხადებით, მიუხედავად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც მკაცრ რიტორიკასა და ნაკლოვანებებსაც შეიცავდა, ხმის მიცემისას საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება.

ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის ბოლო მონაცემებით, სააარჩევნო უბნების დაახლოებით 95 პროცენტიდან მიღებული და დამუშავებული ბიულეტენების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში – ხმების 55.08%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 40.14% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა დიპლომატებმა ამ საპარლამენტო არჩევნებს „საქართველოს ტესტი“ უწოდეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ბიუროს, ევროპარლამენტისა და ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების ერთობლივი განცხადებით, ყველაზე მეტი პრობლემა კენჭისყრისას სოფლებში გამოვლინდა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დარღვევების გამო რამდენიმე საარჩევნო უბანზე შედეგების ანულირების საკითხი განიხილება“, – ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებზე დაკვირვებისათვის დარეგისტრირებული იყო 20 ათასამდე ადგილობრივი და 2 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი.