პოლიტიკა
თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების 97 % (3766 უბნიდან – 3654 საარჩევნო უბანი) გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წინასწარი შედეგები პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შემდეგნაირად გამოიყურება:საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტები:
„ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – 55 %;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ – 40,27%;
„გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ – 2,04%;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,24 %.