პოლიტიკა
ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში წარმატება მიულოცეს

1-eSt-politika3თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკავშირის დიპლომატიის  ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა და  მეზობლობის ევროპული პოლიტიკის ევროკომისარმა შტეფან ფულემ ევროკავშირის სახელით ოპოზიციურ ბლოკ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს საქართველოს ინტერესებისათვის ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

ეშტონმა და ფულემ მთლიანობაში დადებითად შეაფასეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნეს ამომრჩეველთა აქტივობის მაღალი დონე, რაც, მათი თქმით, იმის დასტურია, რომ „საქართველო მის მიერ არჩეული დემოკრატიული კურსის ერთგული რჩება“.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და  უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კით­ხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­ს კო­მი­სა­რ ქეთრინ ეშტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.უმაღლესმა კომისარმა  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების  კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.