სამართალი
„სამართლიანი არჩევნები“: „ქართული ოცნება“ – 54,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 40,7%

1-arCevn-samarTaaaa1თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.

პროპორციული სისტემით პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 54,6%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 40,7%

„ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,0%

ლეიბორისტული პარტია – 1,2%

„ახალი მემარჯვენეები“ – 0,4%

დანარჩენი პარტიები – 1,0%.

ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ლომჯარია იუწყება.

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგები „სამართლიან არჩევნებს“ ხმათა პარალელური დათვლის მეთოდით ჯერ არ შეუფასებია.

ცნობისათვის: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა მისია, რომელშიც, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი შედიოდა, საარჩევნო უბნებზე მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა.