აქტუალური
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, არ იზიარებდა და არ იზიარებს „ქართული ოცნების“ შეხედულებებს და იბრძოლებს „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარის შესანარჩუნებლად – კერძოდ, კორუფციის განადგურების, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების და სხვა სფეროებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი, ამაშია მისი პოლიტიკა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო – ხელი შეუწყოს იმას, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობით შესული ძალა – კოალიცია „ქართული ოცნება – ბიძინა ივანიშვილი“ ჩამოაყალიბებს. „სწორედ ამაში მდგომარეობს დემოკრატიის პრინციპი“, – აღნიშნა მან.