პოლიტიკა
ბიძინა - 53%, მიშა - 41%

1-orive-politiii3თბილისი, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. 12 საათისთვის ცესკომ 908 საარჩევნო უბნის (24,22%) მონაცემები დაამუშავა. მათ მიხედვით, ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით ხმათა 53,02% დააგროვა, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 41,75%.

ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 2,27%-მა, ლეიბორისტულ პარტიას – 1,32%-მა, „ახალ მემარჯვენეებს“ – 0,52%-მა.