სამართალი
„არჩევნის თავისუფლებისთვის“: დარღვევები საქართველოს მასშტაბით (№10)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 18:00 საათი: კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს მასშტაბით დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას საქინფორმს უგზავნის:

ხონი

მე-14 უბანი

გუშინ ,  30 სექტემბერს,  გვიან ღამით,  საოლქო კომისიისა   და  „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის”  წევრი  ღამის პირველ საათზე მივიდნენ ალკოჰოლიანი სასმელის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ.  საარჩევნო უბანს არ იცავდა პოლიცია,   უბნის კარები არ იყო დალუქული (დაფიქსირდა ღია ბოქლომი).

მე-13 უბანი

საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღის შენობაში. ტერიტორიას არ იცავდა პოლიცია, იყო მხოლოდ ყარაული. ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ადვილად შესაძლებელი იყო. ყარაულის განცხადებით,  როცა იგი ღამით მივიდა საყარაულოდ  პოლიციელები  იქ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი დატოვეს აღნიშნული ტერიტორია.

სოფელი გოჩა ჯიხაი

მე-6 უბანი

გუშინ, 30 სექტემბერს, გვიან ღამით , პირველ საათზე, ჯერ კიდევ არ იყო  დალუქული  საარჩევნო უბანი (ედო ღია ბოქლომი).

საარჩევნო უბნის შენობაში  იმყოფებოდა კომისიის  სამი წევრი,  აქედან – ერთი „ქრისტიან- დემოკრატიული პარტიიდან“ და დანარჩენი ორი უცნობია, რადგან არ გაამხილეს ვინაობა. ცოტა ხანში მათ შეუერთდა ორი ქალბატონი აქედან ერთ-ერთმა თქვა, რომ იყო „ქართული ოცნების”  წარმომადგენელი და მივიდა  ტექნიკური დეტალების შესასწორებლად. მან ჟურნალისტს არ გაუმხილა ვინაობა.

ასევე, დაფიქსირდა ერთი მამაკაცი, რომელმაც  თავი მძღოლად წარადგინა. კომისიის  ზემოაღნიშნული წევრების განცხადებით, იგი საარჩევნო უბნის შენობაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ იგი გარეთ მარტო არ დატოვეს.

საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე დაფიქსირებული იყო სოფლის გამგებელიც, რომელმაც ჟურნალისტების მოსვლისთანავე დატოვა შენობა, თუმცა გარკვეული პერიოდის  განმავლობაში მას არ დაუტოვებია საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

უბნის  საარჩევნო კომისიის  თავჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რატომ იყო გამგებელი შემოსული შენობაში,  უპასუხა, რომ ისინი გამგებელმა უბრალოდ გადაამოწმა, ხოლო თავად  გამგებელმა, რომელიც საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდა, უარყო შენობაში შესვლის ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ შუადღეს იმყოფებოდა შენობაში ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად. გამგებლის  თქმით,  ის დგას სამშობლოს სადარაჯოზე და ეს ყოველივე  მისი  პირდაპირი  მოვალეობაა.

წყალტუბო

მე-3 უბანი

საარჩევნო უბანი  1 ოქტომბერს დილის შვიდის ნახევარზე   გაიხსნა. ერთი  ბიულეტენი   ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე გაიცა. ორი ბიულეტენი კომისიის წევრებს ერთმანეთში აერიათ (პროპორციულის ბიულეტენი). მარკირებაგავლილ ამომრჩეველს მიანათეს სანათური და მარკირება აღარ ეტყობოდა. ფაქტებზე დაწერილია საჩივარი.

სამცხე -ჯავახეთი

მე-4 უბან

კაბინაში რამდენიმე კაცია;

ახალქალაქი

მე-3 უბან

მარკირების გარეშე მისცა ხმა. დაწერილია საჩივარი.

მე-19 უბან

ათამდე მოქალაქეს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

ასპინძა

ნაქალაქევის და ფოტის უბნები გვიან გაიხსნა.

ჭობარეთი – პატრული აშინებს მოსახლეობას;

ასპინძის რაიონში 23 უბნიდან 19 უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებს არ მიუვიდათ ბეჯები, შესაბამისად, ისინი ვერ შედიან უბნებზე, რათა დააკვირდნენ არჩევნების პროცესს.

აჭარა

ბათუმი

63-ე უბანი

უმაღლესი საბჭოს საარჩევნო ბიულეტენზე მაჟორიტარულზე ხაზია ჩამოსმული. სავარაუდოდ, ბეჭდური წუნია. თუმცა, საჩივარი მაინც დაფიქსირდა.

მე-5 უბან

ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენი უკვე გაცემული იყო და სიაში ხელმოწერაც ფიქსირდებოდა.

ქობულეთი

მე-8 უბანზე მარკირების აპარატი არ მუშაობდა.

სამეგრელო

ჩხოროწყუ

21-ე უბან,

სამკერდე ნიშნის არმქონე პირები მითითებებს აძლევდნენ კომისიის წევრებს;

110-ე უბნი

უნდოდათ უბნის დახურვა. ჯარისკაცებმა ხმა მაჟორიტარული წესითაც მისცეს.

27-ე უბანი

დააკლდათ 2 ბიულეტენი პარტიული სიით;

კახეთი

ახმეტ

სოფელი დუისი, მე-5 უბანი,

სოფლის გამგებელი მერაბ ქავთარაშვილი, რომელიც იმყოფება შვებულებაში, დამკვირვებლის სტატუსით დგას ოთახში, არ გამოდის და აკონტროლებს – ვინ რას შემოხაზავს. ხალხი არ შედის, ეშინიათ. შენობა არის ძალიან პატარა, დამკვირვებლები არ არიან და, ფაქტობრივად, არჩევნები არ ტარდება.

შიდა ქართლი

ხაშური

46-ე უბანი

გამოაძევეს ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებლები.

სასულიერო პირები დადიან უბნებზე, შედიან და აფრთხილებენ უბნებს, რომ არ გააყალბონ არჩევნები, თორემ იქნებიან დაწყევლილები.