აქტუალური
„არჩევნის თავისუფლებისთვის“: დარღვევები საქართველოს მასშტაბით (№9)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 17:30 საათი: კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს მასშტაბით დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას საქინფორმს უგზავნის:

თბილისი

1.  მთაწმინდის 61-ე უბანზე აკრძალეს მობილურით გადაღება;

2.  კრწანისი 75-ე ვიდეო და ფოტო გადაღებაზე პრობლემებია;

3.  საბურთალოს 71-ე უბანზე კონვერტებისა და ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან, ორივე – კონვერტები და ბიულეტენები სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია;

4.  ამავე საბურთალოს 71-ე უბანზე კომისიის ოთახს აქვს მეორე კარები, საიდანაც რამდენჯერმე უცხო პირების შესვლა დაფიქსირდა;

5.  ისნის 65-ე ოლქში მარკირების პროცესი ვერ კონტროლდება. როგორც ირკვევა, 250 ამომრჩეველზე მეტმა მარკირების გარეშე მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომელსაც კომისიის მდივანი არ იბარებდა. უბანი შეიძლება ჩაიშალოს. ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეომასალა;

6.  სამგორის 51-ე უბანზე დამკვირვებლის ბეჯების გარეშე უცხო პირები იმყოფებოდნენ. მათ ეცვათ წითელი მაისურები წარწერით „დამკვირვებელი“, თუმცა, მათი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ მათ უბანი დატოვეს;

1.  სოლოლაკი – 67-ე სკოლა, მე-7 უბანი სომხური კარუსელის ფაქტები აღინიშნება;

2.  ვაზისუბანი – 92-ე სკოლაში, 73-ე და 69-ე უბნებში, არ არის მარკირება, უშვებენ მარკირების გარეშე, არ არიან დამკვირვებლები.  აღინიშნება კარუსელი.

ქვემო ქართლი

ბოლნისი

1. ცურტავის  მე-9 და 62-ე უბნები გვერდიგვერდაა და ორივეგან აძლევენ ხმას;

2.  21-ე უბანი – სოფელი გეტა; უბანში ხალხი შეიყვანეს უცნობმა პირებმა და ხდება ზეწოლა;

3.  27-ე უბანი – კაბინაში შეჰყავთ და აძალებენ 5-იანის შემოხაზვას;

4.  ძველი ქვეში,  უბანი – მარკირების სითხე გათავდა;

დმანისი

1. 48-ე უბანი – ბეჭედი გაფუჭდა, ბეჭდის გარეშე ხდება ხმის მიცემა;

2.  მე-2 უბანი –  ბეჭედი გაფუჭდა;

3.  23-ე უბანი – საოლქო სააარჩევნო კომისიაში დაფიქსირებულია, რომ 48 ამომრჩეველია მისული, ხოლო თავად უბანზე ფიქსირდება 32. ვწერთ საჩივარს;

4.  46-ე უბანი – ყიზილქილი – 550 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბიულეტენი არის 200. ახლა მიდიან მოსატანად.

გარდაბანი

21-ე ოლქი (გარდაბნის) 25-ე საარჩევნო უბანი, კომისიის თავმჯდომარე არ იბარებს საჩივრებს, მოტივი – არ აქვს ბლანკები, ფურცელზე დაწერილს არ იღებენ და ქსეროქსის აპარატი გაფუჭებულია. ამბობენ – სულელური საჩივრები მოდისო და როცა სერიოზული მოვა მაშინ ჩავიბარებთო.

გურია

1. ბოხვაურის N60/11 უბანზე, „მკვდარი სული“ ნაზი ებრალიძე მისმა ძმამ, გივი ებრალიძემ, აღმოაჩინა;

2.  ჩოხატაურის რაიონი, სოფელი საჭამიასერი, უსინათლო ამომრჩეველს მიუჩინეს ადამიანი, რომელმაც შემოუხაზა, შემდეგ ბიულეტინი გახსნეს და ხმამაღლა წაიკითხეს – ვის მისცა ხმა და ისე ჩააგდეს. არავის გაუპროტესტებია;

3.  შუა ფარცხმა, უბნის გარეთ დგანან სიებით და აძლევენ მითითებებს;

4.  კოხნარი – ხდება ღიად შემოხაზვა.

ქუთაისი

1. 25-ე უბანი

„ქართული ოცნების“ კომისიის წევრი გააძევეს შენობიდან ტელეფონზე ხმამაღალი საუბრის გამო;

77-ე უბანი

დამკვირვებლებს უზღუდავდნენ შესვლას;

62-ე უბან

ამომრჩეველი წინასწარ შემოხაზული ბიულეტებით შევიდა.

ქუთაისის დახურული უბნიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გამოაძევეს;

39-ე უბან

უცხო პირები იყვნენ საარჩევნო უბანში.

ძალიან ბევრ უბანზე ბიულეტენები ნაკლებია ამომრჩევლის რაოდენობაზე. მაგალითად, 68-ე უბანზე 1200 ბიულეტენია, პროპორციულს აკლია 16 ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარულში – 16-ით მეტია.

სამტრედია

მე-15 უბანი

ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები  საარჩევნო უბანთან მისულ ამომრჩეველს ეკითხებოდნენ, თუ ვის აძლევდნენ ხმას და ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საკუთარი პარტიის სასარგებლოდ.  ნაციონალები ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, დაწერილია საჩივარი;

მე-18 – მე-19 უბნები – გამოართვევინეს კამერები;

21-ე უბანი

აგიტაციას საკრებულოს წევრი ატარებდა. დაფიქსირებული ტვ-ით;

23-ე უბანი იანეთი

პოლიციის უფროსმა ობოლაძემ დააკავა „მარშრუტკით“ ლერი კოხრეიძე მომხრეების გადაყავნისათვის;

მე-40 უბანი

გააძევეს „ქართული ოცნების” დამკვირვებელი ვარლამ შენგელია.

15 უბანზე ნაციონალები ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე, დაწერილია საჩივარი.

ვანი

მე-19 უბანი

კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები არ შეუშვეს  ადგილობრივი ჟურნალისტების მისვლამდე. მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტვების მხრიდან  აგიტაცია. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამკვირვებელი (გოგონა)  ხანდაზმულ ამომრჩეველს  მიჰყვებოდა საარჩევნო კაბინამდე და აძლევდა მითითებებს.