საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში (№4)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 12:00-ზე შემოვიდა ინფორმაცია კახეთის რეგიონის დედოფლისწყაროს რაიონის შემდეგი საარჩევნო უბნებიდან:

№ 21 უბანიდედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში 21-ე უბანზე დარღვევებია: ბიულეტენები გამოაქვთ და შემოხაზულ ხუთიანებს აჩვენებენ; ნაციონალების მხარდამჭერები ეწევიან საარჩევნო აგიტაციას, უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები. უბნის ტერიტორიაზე მყოფი დამკვირვებლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოდიოდნენ უბნის გარე პერიმეტრზე და თავიანთი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე შეჰყავდათ;

№ 22 უბანი – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში 22-ე უბანზე დგას  ფურგონის ტიპის ავტომობილი „მოსკვიჩი“ სანომრე ნიშნით RAQ-249, რომელში მჯდომი სამი ქალბატონი ამომრჩეველს ბიულეტენებს ურიგებს.

№ 19 უბანი – მე-19 უბანზე ამომრჩევლის დაშინებას აქვს ადგილი. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები აიძულებენ მოქალაქეებს, აჩვენონ ბიულეტენებზე შემოხაზული ხუთიანები;

№ 18 უბანი – საბათლოში მე-18 უბანზე დარღვევებია: ამომრჩეველს აიძულებენ, ბიულეტენებზე შემოხაზული ხუთიანები კომისიას აჩვენონ;

13:00 საათისთვის ყველაზე მეტი დარღვევა ხაშურის რაიონში დაფიქსირდა. ოსიაურში №48 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ეკა გაჩეჩილაძეს და ოპერატორ ლაშა თაბაგარს, რომელსაც გადაღების უფლება არ მისცეს.

ხაშურის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავისი კაბინეტიდან ცარიელი ბიულეტენები გამოიტანა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით გააკეთა.

№18 საარჩევნო ოლქის №5 საარჩევნო უბანზე ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დამკვირვებლები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებენ. როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იუწყება, ამ ფაქტის შესახებ „ადამიანის უფლებების ცენტრის“ დამკვირვებელმა განაცხადა. საარჩევნო უბანი იმდენად პატარა ფართობზეა განლაგებული, რომ უბანზე მყოფი 37 ადამიანი იქ გაჭირვებით თავსდება. მისი თქმით, ეს კანონდარღვევაა, რადგან დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე პროცესებზე დაკვირვების საშუალება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ დილით ქალაქ რუსთავის №16 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თეა ჯგერენაია-დარბაიძეს უცნობი პირები დაესხნენ თავს. მისი სახლის სადარბაზოში მამაკაცი იყო ჩასაფრებული, რომელმაც მუცელში ფეხი ჩაარტყა. თეა ჯგერენაია-დარბაიძემ გაქცევა მოახერხა.