პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები (№3)

1-yvelaთბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესცენტრიდან საქინფორმმა შეტყობინება მიიღო, რომელშიც ნათქვამია:

„წყალტუბოს №58 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 სექტემბრის 22 საათიდან განხორციელდა მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო უბნების კოორდინატორებზე და ქვეკოორდინატორებზე. აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებდნენ პოლიციის თანამშრომლები სატელეფონი ზარების საშუალებით.

სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა  თემურ მჟავიამ (577528685) დაურეკა №8 უბნის კოორდინატორებს მამუკა ფხაკაძე, შალვა გოდუაძე, თემურ იამანიძე, რომ მათ „ქართული ოცნებისგან“ 250 ლარი  აიღეს და დაიბარა პოლიციაში სამშაბათს 10 საათზე.

ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაფარული ნომრიდან  დაურეკა №17 უბნის კოორდინატორს გიორგი კახიძეს და დაიბარა ოფურჩხეთის პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე.

წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ (577528662) დაურეკა №1 უბნის კოორდინატორ ნანა ქუთათელძეს, უთხრა, რომ მას აღებული ჰქონდა 250 ლარი და ამის გამო დაიბარა წყალტუბოს პოლიციაში სამშაბათს;

№4 უბნის კოორდინატორ ნინო ნემსიწვერიძეს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე;

№21 უბნის კოორდინატორ გელა ნიჟარაძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12 საათზე;

№36 უბნის  კოორდინატორ მერაბ კოსტავას დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540)  და დაიბარეს ოფურჩხეთის პოლიციაში;

№22 უბნის კოორდინატორ კონსტანტინე ტყეშელაშვილს დაურეკეს პოლიციიდან  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს;

№44 უბანზე კოორდინატორ მირზა ნუცუბიძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185)  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს;

№31 უბნის კოორდინატორ ვანო სიმსივეს დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540) და დაიბარეს პოლიციაში (გვარი არ უთხრეს);

№42 უბნის კოორდინატორ ლადო ბაზაძეს დაურეკა მჟავიამ (577528185) და დაიბარა პოლიციაში სამშაბათს;

№43 უბნის კოორდინატორ ლაშა ციბაძეს დაურეკეს ნომრიდან 577528185 და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს;

№12 უბნის კოორდინატორ კახა ფანცხავას დაურეკეს ნომრიდან 577528662 და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს;

№32 უბანზე კომისიის წევრ თეა გველებიანს დაურეკეს ნომრიდან (577936275) და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

ცნობისათვის: ყველა ეს პირი არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი. ისინი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე უნდა იმყოფებოდნენ და ახორციელებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს.

როგორც კოალიციიდან გვატყობინებენ, „ქართული ოცნებიდან“ მათთვის არანაირი ფორმით არ მომხდარა არანაირი თანხის გადაცემა. აქედან გამომდინარე, 30 სექტემბერს, ღამით, პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა.