თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. გასულ ღამეს სამხრეთ ოსეთში, საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო პოსტს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურმა აცნობა.
"ინციდენტი დღეს 03:40 საათზე, საქართველოსთან მოსაზღვრე სოფელ კარზმანში მოხდა. ცეცხლი რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის საგუშაგოს ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს", - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ცეცხლი შეწყდა, მესაზღვრეებმა სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რის შედეგადაც მათ საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურში იუწყებიან, დაკავებული მოღოლ თომიაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.