საზოგადოება
ივანიშვილის პირადმა მცველმა სკანდალური აუდიოჩანაწერები დადო და... გაქრა!

1-fabrikacia-sazogaaa1თბილისი. 28 სექტემბერი, საქინფორმი. კომპრომატების ომმა მმართველ პარტიასა და მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს – ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებას“ – შორის ახლა განსხვავებული ბრძოლის ველი აირჩია. ამჯერად მან უგულებელყო ტელესივრცე, უარი თქვა ოფიციალურ განცხადებებზე და სოციალურ ქსელ „Youtube-ში გავიდა. გუშინ ინტერნეტში ერთდროულად გამოჩნდა ოთხი ძველი ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ფიგურირებენ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები.

პირველი ჩანაწერი ეხება კონფიდენციალურ საუბარს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აწ განსვენებულ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ქართველ მილიონერს, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელ ბადრი პატარკაციშვილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორ ეროსი კიწმარიშვილს და მსხვილ ბიზნესმენს, ტელეარხ „მზის“ ყოფილ მფლობელ ვანო ჩხარტიშვილს შორის, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს საინფორმაციო ბიზნესში წილების განაწილების შესახებ.

მეორე ვიდეოჩანაწერში თბილისის მერი გიგი უგულავა ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრისას მმართველი გუნდის სახელით ადანაშაულებს მას პრორუსულ ინტერესებში და ურჩევს, გადაწყვიტოს, რომელ მხარეს უნდა ყოფნა.

(ყველა ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა საიდუმლო ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც 2004 წელს, ბადრი პატარკაციშვილის მითითებით იქნა ჩაწერილი მის სახლში, საქინფორმი ეტაპობრივად განათავსებს თავის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge)

მესამე ხუთწუთიან რგოლში ჩანს, როგორ გადასცემს ფულს მავან ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა არეშიე.

მეოთხე ჩანაწერში ოპოზიციონერები ერთმანეთს ლანძღავენ (ცხადია, ზურგს უკან), სამზარეულოს დონეზე ჭორაობენ, ოღონდ უფრო ექსპრესიულად, არანორმატიული ლექსიკით, მილიონების შოვნაზე ოცნებობენ. ეს ჩანაწერი განათავსა ქართველი მილიარდერის, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის პირადმა მცველმა ბესო სურმავამ. ის ამტკიცებს, რომ კოალიციის ლიდერების საუბრების ფარულ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდა...

მაგრამ გასაკვირი, აი, რა არის პატიოსნად შესრულებული მოვალეობის შემდეგ სურმავა... გაქრა! როგორც მისი ახლობლები ეჭვობენ, სურმავა არავითარ ჩანაწერებს არ აკეთებდა მასზე ზეწოლა მოხდა. სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ ამ დრომდე არ იცის ქმრის ადგილსამყოფელი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემი ქმარი ხონის ციხეში იმყოფება. ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეზუსტებინა. მაგრამ აქამდე ვერ შევძელით გაგვერკვია, ნადვილად იქ არის, თუ არა“, – აღნიშნავს მაკა ლობჟანიძე „news.ge-თან საუბარში.

ლობჟანიძე დარწმუნებულია, რომ მისმა ქმარმა სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განიცადა  და აღიარებითი ჩვენების ჩაწერის მომენტში სურმავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა (სურმავას ნათესავების თქმით – ხონის პოლიციაში, სადაც ის პირდაპირ ქუჩიდან წაიყვანეს, – საქინფორმი).

„ბოლოს იგი გუშინ საღამოს დამიკავშირდა. თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მისი ხმა არ მომეწონა. არ მითხრა, სად არის“, – აცხადებს ბესო სურმავას მეუღლე.